უძილაური ელგუჯა
გაზიარება

გამახარებდე ნახვითა ექსკლიუზივი

ამ ლამაზ მთებზე თარეშით
ქარს ბევრჯერ გადმოუვლია,
გადმოჰყოლია შენი ხმა,
სიშორეს ვერ დაუშლია.

ნეტა, შენც გადმაივლიდე
მთებს და ხეობებს ნისლიანს,
გამახარებდე ნახვითა,
ქალავ, მწუხარეფიქრიანს.

უშენოდ ჩემი დღეები
უსიხარულოდ მიდიან,
გულის ამოსკვნით მტირალნი
გზებს მიჰყვებიან ბინდიანს.

გადმოვლენ ლეგა ღრუბლები,
მწვერვალებს გადმაივლიან,
ჩამოხდებიან ჩემთანა,
ცრემლით სამძიმარს იტყვიან.

??????