უძილაური ელგუჯა
გაზიარება

როგორც ლურჯი მიმინო... ექსკლიუზივი

ისევ ისე, ჩემგან შორს, მიჰქრის ბედი ფრთამალი,
ერთხელ ვერ მოვიხელთე, ვერ მოვარგე ავშარა,
ვერ გადავინავარდე მწვერვალები მაღალი,
მწვერვალები მაღალი, წეროების გზა-შარა.
როგორც ავი ქოფაკი, მიყეფს თარსი იღბალი,
ტალღებივით მღელვარე, გული მექცა ყინულად,
სულ ამაოდ ვილოცე სიყვარულზე იმ ქალის, -
თურმე, ჩემი სანთლები ერთიც არ შეწირულა.
დამიშორდა სამიზნე, ვერ მოვარტყი ისარი,
ისევ ისე შორია ზეცა დედამიწიდან,
ვერასდროს ავიხდინე ოცნება და მიზანი,
დრო კი რბოდა, მიჰქროდა, განა მე დამცინოდა?!
სანამ მიწას ვამძიმებ, ასე უნდა ვითმინო,
უსაშველო ტკივილი - სევდა საუკუნისა...
ჩემს საფლავზე ოდესღაც, როგორც ლურჯი მიმინო,
გადიქროლებს ქვითინით ქარი შემოდგომისა.

??????