უძილაური ელგუჯა
გაზიარება

იმას ამბობდა სალი კლდე ექსკლიუზივი

იმას ამბობდა სალი კლდე,
მტკიცედ ნაგები ტინითა:
დამღალეს ფიქრთა მრავალთა,
მიდენ-მოდენით ხშირითა.
არ ვიცი, ჩემს პირქუშობას
კაცნი რად ემდურებიან,
თავად ავნი და პირქუშნი,
ჩემზე საუბრით სცდებიან.
ბურჯად ვუდგავარ მწვერვალთა,
უფლის კალთას რომ სწვდებიან,
სანამ ძალა მაქ მუხლშია,
დაბლა არ დაეშვებიან.
ჩემს საკინძეში ჩანჩქერნი
რბიან, მღერიან მაყრულსა,
ხან ბობოქრობენ, ჯავრობენ,
ხან დაუვლიან დავლურსა.
მილხინს, რო ვხედავ ჩანჩქერთა
ხტომა-ცელქობას ბალღურსა,
ბარად ჩავლენ და ნახავენ,
სამყაროს ჯერარნახულსა.
მიდიან, მე აქ მარჩენენ,
სამარადჟამოდ დაბმულსა.
რო ვდარაჯობდე მთა-კლდეთა,
საძმოს ერთ მუშტად შეკრულსა,
ძმათა ერთობის დარღვევა
ლხენას მაუტანს მამხდურსა.
აი, ამად ვარ პირქუში,
სულს არ მივყიდი მაცდურსა,
გულიც კლდისა მაქ, მუხლიცა,
სახელს ვერ ვიტან ლაჩრულსა.

??????