უძილაური ელგუჯა
გაზიარება

აი რასა გთხოვთ, მწვერვალნო! ექსკლიუზივი

სევდას მგვრის სამშობლოს ცაზე
ოცხო ღრუბელთა დინება,
თუკი საავდროდ არ მოვლენ
იარონ, არ მეწყინება!
იარონ, ცაზე მეც მიყვარს
ქარით ბოჟირი ღრუბელთა,
თუკი არ ჩამოხვდებიან
სულში ცრემლების გუბედა.
თ არ დაჰგესლავს ასპიტი
სამშობლოს კალთა-უბეთა.
იარონ, მერე რა მოხდა,
ღრუბლებ სუ ეგრე დადიან,
ქარის გზას გაყოლილები
იქ წავლენ, საცა სწადიან.
ცამდე აწვდილნო მწვერვალნო,
ღმერთი გფარავდეთ მარალი,
მზის სხივტა შარავანდედი
თქვენზემც იქნება ალალი.
რო მაგათ ნაავკაცარი
თავს არ დამატყდეს მეხადა,
აი, რასა გთხოვ, მწვერვალნო,
თქვენთვის ამის თქმა მეწადა.

??????