უძილაური ელგუჯა
გაზიარება

გაღმით შენა ხარ, სიკვდილო... ექსკლიუზივი

გაღმით შენა ხარ, სიკვდილო,
წინ გიდგა ცოდვის მორევი,
დრემდე აღარვინ გამოჩნდა,
წყეულო, შენი მომრევი.
გამოღმით მე ვარ, სულ ცოტა
მაქვს გასავლელი ტრამალი,
მივყვები წუთისოფელსა,
სანამ მეყოფა სავალი;
სანამ გზას არ გადამიჭრი,
დანას არ დამკრავ მკერდშია,
სანამდე, უსულოდ ქცეულს,
არ გამრევ მიწის მტვერშია.
ვგულმაგრობ, ვმარტავ ნადიმსა,
ვპატიჟობ მთას და მდელოსა,
მწვერვალნი ფეხზე ადგომით,
იტყვიან სადღეგრძელოსა.
ეს დინჯი გოლიათები
არვისზე ძალმომრეობენ,
ხარბად სმენ ილტოს ნაჟურსა,
დრემუდამ ესე ღრეობენ.

??????