უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ვაჟას არწივი ექსკლიუზივი

მე ისევ მინდა ლექსის თქმა,
გულს გავალაღებ ტანჯულსა.
ჩონგურის ხმაზე ვამღერებ
ჩემი გონების ნაჟურსა.
ლექსობას ვერარ დავეხსენ
ტურფა ქალივით მაცდურსა,
ტყვედქმნილი პოეზიისა
ვგევივარ ხელფეხშაკრულსა.
ლექსს ვიტყვი, თორე იტყვიან :
დუშმანს აუხდა სიზმარი,
ფშავლებს მაუკვდა ვაჟაი
ჩარგლით მზედამამდინარი.
და დღესდღეობით ფშავშია
ლექსის მთქმელ აღარვინ არის.
მტერო, იცოდე, ფუჭია
ეგ შენი ნაოცნებარი.
ვერას დააკლებს ვაჟასა
სიკვდილი ავის მყეფარი.
ისევ მხრებსა შლის, მავარდობს
ვაჟა-ფშაველას არწივი,
შიშის ზარსა სცემს ყორნებსა,
ომახიანად გაჰყივის.

??????