უძილაური ელგუჯა
გაზიარება

როგორ შეცვლილხარ ექსკლიუზივი

შეცვლილხარ, ფერისცვალებით მოდის
ჭკნობა ყვავილთა, ბავშვობის ვარდო,
არ მოგეწონა სიავე სოფლის,
საკუთარ თავზე აღარას ვდარდობ.

ასე მოვდივარ ყრმობიდან დღემდე,
შენმა სიშორემ სული დაღალა,
ოცნებებს, მე რომ იმედით ვენდე,
სდევდა სევდიან დღეთა ამალა.

შეცვლილხარ, კარგო, როგორ შეცვლილხარ,
თეთრად მოსილა თმათა გიშერი,
როგორც ოდესრაც, მე ახლაც მიყვარს
მაგ თვალთა ხიბლი, ლაჟვარდისფერი.

მოდი, გავექცეთ ამ დღეთა სევდას,
ამ ქარტეხილებს გავექცეთ, მოდი,
ვეწვიოთ ყრმობის ჯადოსნურ ზეცას,
სადაც ბავშვური ოცნებით ვქროდით.

??????