უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ოცი წლის შემდეგ ექსკლიუზივი

რა ვუყოთ, თკი გამერია  თმაში ჭაღარა,
და შენზე ფიქრში გამიფრინდა ლამაზი წლები,
მე ისევ შენი ერთგული ვარ, როგორც მურია,
შენს ნაფეხურებს ვდარაჯობ და ვეალერსები.
რა ვქნა, თუ ჩემი შემოდგომასერებს მიადგა,
რა ვქნა, თუ შენი წერილები ისევ გვიანობს,
კვლავ შენს ხეობას გადმოვყვირი, როგორც ქორბუდა,
და შენი სოფლის ბილიკებზე დავხეტიალობ.
ვინა თქვა, ტკივილს აქარვებსო დროის დინებას,
მე შენზე ფიქრი ქარის ქროლვას ვერ გავატანე,
ოცი წლის შემდეგ ისევ მინდა შენი დანახვა,
კვლავ მენატრება მაგ თვალების ლურჯი სავანე.
წავიდეთ, ვნახოთ ირემთკალო, ფსავის არაგვი,
ციხეგორობას კიდევ ერთხელ შევხვდეთ მე და შენ,
კოპალას ჯვარტან ისე, როგორც ოცი წლის წინათ,
დაამწყალობნოს ხევისბერმა ჩვენი ზედაშე.

??????