ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

* * * მორჩა ექსკლიუზივი

მორჩა... ყველაფერი მორჩა!
საკმარისია რაც ვწერე...
უკან არაფერი მომრჩა,
არც წინ მელოდებამერე“.

ღამემ მოიცილა ქერქი,
დღე ჰგავს ფერმოკლებულ ტილოს;
მე კი უშენობის გვერდით
სულის ამოვსებას ვცდილობ

შენზე ფიქრითა და, ვიცი,
უკვე გადავაწყდი ჯებირს...
ფეხქვეშ აღარ მყოფნის მიწა,
როგორ ჩამიმთავრდნენ გზები!

დღემდე ყველაფერი ვცადე,
გზებსაც მოვყვებოდი ქვიანს.
შენ ხომ მართალი ხარ ცამდე!
მე ხომ უსამართლო მქვია...

მივალ, აღარსაით მივალ,
გზებსაც დავუმთავრდი. მე კი -
მტკივა, იცი, როგორ მტკივა,
შენთვის გაღებული ნეკნი.

ახლა კაცზე უფრო მეტად
ვგავარ ოკეანეს - დაცლილს.
ღმერთო, დაიფარე, ბედად
გზაზე დარჩენილი კაცი!..


??????