ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

პაპაჩემის ხსოვნას ექსკლიუზივი

ხევის იქით აფრუტუნდა ცხენი,
სხარტად ყური აიცქვიტა წაბლამ...
პაპამ ბალახს შეაპარა ცელი
და სამყურა გაიფინა დაბლა.

დილის ორთქლში გაეხვია კალო,
ბერიკაცმა მოუკიდა თუთუნს.
კოკით ხელში მივაშურე წყაროს,
თურმე წყალი აემღვრია ქურმუხს.

შორი გზიდან სიყვარული ვზიდე,
ავტირდი და ჩავეხუტე პაპას.
კარგად მახსოვს, გავიხსენებ კიდევ
კეთილ თვალებს, რომ მოჰგავდა ლამპარს.

წამოდგა და შემიმშრალა ცრემლი,
მითხრა: ცრემლიც მეყოფაო მწყურვალს!
ისევ ბალახს შეაპარა ცელი,
დინჯად ჩაწვა პიტნა და სამყურა.

??????