ქურდიანი მიხეილ
გაზიარება

ბუხარა: ღამე ექსკლიუზივი

ცაა პერგამენტი არაბული
კალამი _ მინარეთი კალანის მეჩეთის
ვარსკვლავნი _ მოციქულის ხელრთვა ირიბული
მთვარე_ ალაჰის ბეჭედი

მონორიმიანი დუბეითი
ან ქოქ-ფირუზის ჩალმიანი
ოთხი მუშთაიდი თუ სეიდი _
ცის ყურანს აჰყურებს ჩარ-მინარი. 

1973 ბუხარა

??????