ქურდიანი მიხეილ
გაზიარება

გვიანი სექტემბერი  ექსკლიუზივი

წიფელი
შეშლილი შუქნიშანი
ერთად აუნთია სამივე ფერი
წითელი
ყვითელი
მუქი მწვანე
- არა ეს არის ნეკერჩხალი
და თუ გავს რამეს დროშას ბოლივიის
ანდა კანადის:
როგორც ნაცარში ნაკვერჩხალის
ბჟუტავს ასფალტზე ფოთოლი მისი
და მქრქალი
ნისლი
ჩაუმქრალი
კოცონის ბოლივით დის 

1971
მთავარი და ჩემი მისადმი დამოკიდებულება

 (!)

??????