ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

სტამბაში 

სპირიდონ ციციშვილს

მე თუ მოვრჩები _ მხოლოდ ტყვიის ცხელი 
ტაეპით,
და არა რაღაც `პერსანტინით~ და `ა-ტე-ეფით~...
მე, ბედნიერი მარტოობით და შენთან ყოფნით _ 
ვარ მოწყენილი შენთანAნოყოფნით და მარტოობით!
მე ვკვდები კიდეც ლინოტიპის ცხელი ტაეპით!
მაგრამ ვცოცხლდები ცოტნეებით, პაატაებით,
და შენზე ფიქრით საქართველოვ!
მე ვერც მოვკვდები, 
და ვერც უკვდავი ვერ ვიქნები
სხვა უკვდავებით!
თუ არა შენთვის _ ვისთვის გვინდა მაშ ეს
თავები!
ჩვენი ბრალია! _ სხვას რას ვერჩით, რას 
ვედავებით!
ააწყვეს უკვე შენზე ლექსის ბოლო სტრიქონი,
და მიწვავს ხელებს ცხელი ტყვიის ცხელი ტაეპი!

??????